|
2021-02-17 17:58:53, 678 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს განაგრძობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საგზაო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, კონკრეტულ მონაკვეთებზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, როგორც თბილისში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ. ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეულად შეზღუდულია, კერძოდ: • გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია ყველანაირი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ კურორტამდე; • ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. • გომი-საჩხერე, ჭიათურა-ზესტაფონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1-ლი კილომეტრიდან მე-40 კილომეტრამდე აკრძალულია მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. • ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთი დაკეტილია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30-ადგილიანზე მეტი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. • შიდა ქართლში, აგარასთან, საპატრულო პოლიციამ შეაჩერა სატვირთო ავტომობილები, რომლებიც რუსეთის მიმართულებით მოძრაობენ. • ზვავსაშიშროების გამო, მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, აკრძალულია მოძრაობა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზეც. • ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ამ დროისთვის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა ზოგიერთ რეგიონში: • რიკოთის ტერიტორიაზე; • თბილისის შემოვლით გზაზე; • ნატახტარი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)