|
2021-02-17 12:42:11, 470 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის კარი ღიაა
ოპოზიციისთვის, ვგულისხმობ როგორც პარლამენტში უკვე შემოსულ ოპოზიციურ პარტიებს, ასევე, მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული საპარლამენტო პროცესში, კარი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის რჩება ღია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ არჩევნების სფეროში მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარეს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში რეგლამენტის ფარგლებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა გადაამოწმოს ის კითხვები და პრეტენზიები, რომლებიც ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა. „საერთაშორისო დამკვირვებლებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვით. შესაბამისად, ყველას ინტერესებში შედის, რომ ერთად გადავამოწმოთ ყველა პრეტენზია და შეკითხვა, რომელიც ისმოდა ჩატარებული არჩევნების მიმართ. ვნახოთ რეალურად, იყო თუ არა ის ხარვეზები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა წინა თვეებში. განუზომელი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საბოლოო ჯამში, ერთობლივ ფორმატში დავადგინოთ სიმართლე და გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, რაზეც ინტერესი საჯაროდ იყო გამოთქმული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. თალაკვაძის განმარტებით, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, დღევანდელი პლენარული სხდომის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ კომისიის ფორმირება დღესვე სრულდება. „დღეს პარლამენტი პრინციპულად მხარს დაუჭერს ამ კომისიის შექმნას. შემდეგ უნდა განისაზღვროს კვოტები როგორც ოპოზიციის, ასევე, უმრავლესობისთვის. ჩვენ უნდა გავმართოთ კომუნიკაცია სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, და მხოლოდ ამის შემდეგ, გარკვეულ გონივრულ დროში მოხდება კომისიის ჩამოყალიბება თავისი საბოლოო შემადგენლობით და ის დაიწყებს მუშაობას“, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთობლივი საგამოძიებო კომისია ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ გატარებული საკონსტიტუციო რეფორმით არის გათვალისწინებული.
CNN: თუ აშშ ირანზე თავდასხმებს განაახლებს, შესაძლოა, „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს
თეთრი სახლი უარყოფს მონაწილეობას უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან დაკავშირებით - Axios
სეს - საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია პირი, რომელიც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი საქმეების დამზადების საქმეში ფიგურირებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)