|
2021-02-16 15:09:11, 415 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინებით უზრუნველყოფის პროცესი განიხილა
ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინებით უზრუნველყოფის პროცესი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავცრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ მოქმედ შეზღუდვებსა და დადგენილი რეგულაციების დაცვასთან ერთობლიობაში, ვაქცინაცია არის კოვიდ-19-ის დამარცხების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა და ამ პროცესისთვის ქვეყანა აქტიურად ემზადება. უკვე შექმნილია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და დაწყებულია გეგმით განსაზღვრული ნაბიჯების განხორციელება. ამასთან, ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოში ვაქცინები, COVAX-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უმთავრესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებული ოფიციალური ნებართვა და მისი საერთაშორისო აღიარებაა. შეხვედრისას ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში ვაქცინების წარმოებასა და მოთხოვნას შორის არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მათ შორის ევროკავშირის მასშტაბით, ვაქცინაციის პროცესი ფერხდება. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, განაგრძონ ინტენსიური მუშაობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა შესაბამისი, მათ შორის ლოგისტიკური პირობა, რომ ქვეყანამ ვაქცინაციის განხორციელება ვაქცინის პირველივე დოზების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყოს. შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს" პრეზიდენტი გიორგი გოცაძე. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ნორვეგიიდან შეუერთდა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)