05:08 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 10:40:33, 1616 ნახვა

რეგიონი
სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმება განიხილა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას 3 თვით შეძლებენ დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.

სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერებს , განუმარტა ის პროცედურები, თუ როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება.

გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს გერმანელ პარტნიორებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის აპრილის თვიდან შესაძლებელია გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სფეროში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება.

შეთანხმების ფარგლებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, გერმანული მხარის მიერ უზრუნველყოფილი იქნებიან უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოთი (მათ შორის კოვიდ-19 ის პრევენციის მიზნით გათვალისწინებული ყველა ნორმისა და გერმანიაში მოქმედი შრომითი უფლებების გათვალისწინებით).

შეგახსენებთ, რომ სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა დღეიდან უკვე შესაძლებელია და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე : http://workabroad.moh.gov.ge/ გადის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics