|
2021-02-15 16:25:43, 535 ნახვა
საზოგადოება
ტყვარჩელის ქუჩაზე ე.წ. ბარაკების ადგილას სკვერი მოეწყობა
საბურთალოს რაიონში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ტყვარჩელის ქუჩა N5-ში, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და უახლოეს მომავალში სკვერი მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი სრულდება. საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით და პროექტიც მათი ჩართულობით დაიგეგმა. „ეს პირველი შემთხვევაა, როცა ე.წ. ბარაკები დაინგრევა და კორპუსის ნაცვლად სკვერი მოეწყობა. სპორტის სასახლის მიმდებარედ, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, თბილისის მერის გადაწყვეტილებით განხორციელდა ადგილმონაცვლეობა და უახლოეს პერიოდში ძალიან ლამაზი სკვერი მოეწყობა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოების ფარგლებში, 1 300 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება და სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი განთავსდება. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)