11:10 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 14:21:09, 561 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - თუ ნიკას შეეხებიან და დაიჭერენ, ჩემი დაპატიმრებაც მოუწევთ

„თუ ნიკას შეეხებიან და დაიჭერენ, ჩემი დაპატიმრებაც მოუწევთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას არავის გაატანს.

„დღევანდელი განხილვის მთავარი თემა იყო ჩვენი, ოპოზიციის, გეგმები, მათ შორის, საპროტესტო აქციების დაგეგმვა და ა.შ. რაც შეეხება ნიკასთან დაკავშირებით, მე ნამდვილად ვარ სუბიექტური, მაგრამ გეტყვით, რომ მე, მაგალითად, პირადად, ხატია დეკანოიძე და დარწმუნებული ვარ ასეა ბევრი ადამიანი, თუ შეეხებიან და დაიჭერენ ნიკას, რისი თავიც არ აქვთ, მოუწევთ ჩემი დაპატიმრება და ჩემი დაჭერაც. არ გავატანთ! მე მაგალითად, პირადად ერთი ადამიანი, ვაპირებ, რომ არ გავატანო ნიკა“, - განაცხადა ხატიამ დეკანოიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი უარყოფს მონაწილეობას უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან დაკავშირებით - Axios
სეს - საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია პირი, რომელიც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი საქმეების დამზადების საქმეში ფიგურირებს
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში შეღავათები შევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics