05:17 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 13:22:41, 458 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის თეატრალური წარმოდგენა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

პანდემიის მიუხედავად, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პროექტები არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის გრძელდება. დღეს #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლის ჩვენება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. „მე ვხედავ მზეს" - ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ თეატრალურ წარმოდგენას 20  მსჯავრდებული დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, მსჯავრდებულებს მოზარდმაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელთან და სპექტაკლის მთავარ მოქმედ გმირებთან საუბრის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ონლაინ ჩართვა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ქართული თეატრის ისტორიას გაეცნენ.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიულოგიური მდგომარეობის გამო პროექტებს  დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს. შეზღუდვების პერიოდში უწყებამ არაერთი ასეთი ღონისძიება გამართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics