|
2021-02-15 13:02:07, 912 ნახვა
საზოგადოება
საუკეთესო გზა ბუღალტრული ქაოსის მოსაგვარებლად
კომპანიის მართვისას აუცილებელია ყველა დეტალისთვის ყურადღების მიქცევა და მათი ანალიზი, რათა განისაზღვროს დროის კონკრეტულ მონაკვეთში რამდენად ეფექტურად უმკლავდება არსებული გამოწვევებს და რამდენად მზად არის ახალი სირთულეებისთვის. სხვადასხვა მცირე დეტალები ქმნის ერთიან დიდ სურათს, რისი დანახვაც მენერეს აუცილებლად უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის ყველაფერი თავად აკეთოს, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც თანამშრომლების საქმიანობის ოპტიმიზაციასა და ინფორმაციის მუდმივ დინებას შეუწყობს ხელს. ასეთ შემთხვევაში, თითოულ თანამშრომელს ექნება საკუთარი საქმე და კონკრეტული მიზანი. განსაკუთრებული ყურადღება ფინანსებსა და ბუღალტერიას ექცევა ნებისმიერ კომპანიაში, რადგან რეალურად ფინანსების ეფექტურად გადანაწილებაზეა დამოკიდებული კომპანიის შემდგომი ნაბიჯი. შესაბამისად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ბუღალტერია ყოველთვის მოწესრიგებული იყოს და ამის შესახებ ინფორმაცია მუდმივად ქონდეს მენეჯმენტს. ამიტომ, აუცილებელია კომპანიის ფინანსებს განაგებდეს ისეთი ადამიანი, ვისაც ენდობით და დარწმუნებული იქნებით, რომ თავის საქმეს უმაღლეს დონეზე გააკეთებს. გაითვალისწინეთ, კარგი ბუღალტერი კარგად აკეთებს თავის საქმეს, შესანიშნავად ალაგებს ფინანსების ნაწილს და ნამდვილად იცის საკუთარი საქმე, თუმცა ძალიან კარგი ბუღალტერი, ამ ყველაფერთან ერთად, ანალიზს უკეთებს, ერთმანეთს ადარებს კვარტლურ მონაცემებს, აჯამებს, ინფორმაციას შესაბამისი სახით აძლევს მენეჯმენტს და ამასთანავე, თუ არის შესაძლებლობა ფინანსების უკეთ ოპტიმიზაციის, იჩენს ინიციატივას და რჩევის მიცემაც არ ეზარება. ასეთ დამოკიდებულებას ყოველთვის აქვს შედეგი, რაც აუცილებლად აისახება კომპანიის წარმატებისკენ სწრაფვაში. საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ კომპანიის ბუღალტერია ძალიან კარგად გქონდეთ დალაგებული, არის აუთსორსზე აიყვანოთ ბუღალტრული კომპანია, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსური საქმეების ოპტიმიზაციაში. რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი გამოსავალი, ვიდრე ფინანსების ამბები მივანდოთ იმ ადამიანებს, ვინც ეს საქმე ნამდვილად საუკეთესოდ იციან, ვისი ნდობაც შეიძლება და რომლის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ ბუღალტრული მოწესრიგებაში, პარალელურად კი სხვადასხვა რჩევებითაც მოგამარაგებთ. ბუღალტრული კომპანია ნიშნავს გუნდს, ვინც ყოველთვის ხაზზეა და მზად არის მოისმინოს თქვენი კითხვები, მოგცეთ პროფესიონალური რჩევები და თქვენს ფინანსებს ყურადღებით მიხედოს. ბაზარზე უკვე არსებობს კომპანია ენთები, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან და ახალგაზრდული სულით მოაგვარებენ ნებისმიერ ბუღალტრულ ქაოსს და აგარიდებენ არასაჭირო დანახარჯებს, გაგიწევენ კონსულტაციას, საუკეთესოდ გემეგობრენიან და თუ საჭირო გახდება, მთლიანად ჩაერთვებიან კომპანიის საქმიანობაში. საქმის წარმოება მარტივია, თავდაპირველად ენთების გუნდი შეისწავლის თვენს ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობას, განსაზღვრავს არსებულ პრობლემებს, შემოგთავაზებთ მისი მოგვარების ყველაზე ოპტიმალურ შესაძლებლობას და მოგამარაგებთ რჩევებით. ამის შემდეგ, ბუღალტრული კომპანია გამოყოფს ერთ ან რამდენიმე ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩაერთვება მიმდინარე პროცესებში, თქვენთან შეთანხმებით გაივლის სამომავლო პერსპექტივებს, შეაფასებს ფინანსურ რისკებს და დაგეხმარებათ ბუღალტერიის ისე წარმართვაში, რომ თქვენს გეგმებს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მიაღწიოთ ფინანსურად ნაკლები დანახარჯით. მსგავსი საქმის წარმოების პრაქტიკა დღითიდღე უფრო მეტად პოპულარული ხდება და საკმაოდ კომფორტული და სანდოცაა. ბუღალტრულ კომპანიასთან თანამშრომლობით იღებთ სანდო მეგობრებს, ვინც მზადაა თქვენი ფინანსური თავისტკივილი დაასრულოს და დაგეხმაროთ საკუთარი მიზნის მიღწევაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)