|
2021-02-15 11:55:26, 736 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი ტელევიზიებს: ჩვენ რომ წირვაზე დავდიოდით, თქვენ რუსეთის პატრიარქს აქებდით და კიდევ ჩვენ ვართ რუსები?
ვინც ამბობს, რომ პატრიარქის გადაყენებას პრორუსული მღვდელმთავრები აპირებენ, თავად არიან პრორუსულებიც და რუსებიც, - ამის შესახებ ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მეუფე იაკობმა საქართველოს ტელევიზიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ რუსულ საქმეს აკეთებენ. „რას გავს ის საქციელი, წარამარა გამოიყვანენ ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემლებს და საუბრობენ, რომ პატრიარქი უნდა გადააყენონ პრორუსულმა მღვდელმთავრებმა. სადაც ჩვენ ვართ, უკვე რამდენი სინოდია ერთიანობას გამოვხატავთ. ვინც ამას ამბობს, პრორურულები კი არა, თვითონ რუსებიც არიან და თუ ვინმე მტერი გვყავს იმათგან თვითონ არიან ყველანი, ნებით თუ უნებლიედ. რუსეთს საქართველოსადმი აქვს ინტერესი, ჩვენს ტელევიზიებს თუ ჩართავთ, მიხვდებით, რომ ტელევიზიები რუსეთის საქმეს აკეთებენ ეკლესიის წანააღმდეგ. გადახედეთ მსოფლიო მოვლენებს და როდესაც ჩვენ წირვებზე დავდიოდით, თქვნი ტელევიზიები აქებდნენ რუსეთი პატრიარქსა და რუსეთის ეკლესია, რომ ისინი არ დადიან, როგორ იღწვიან ხალხისთვის და კიდე ჩვენ ვართ რუსები და თქვენ ქართველები, ვერ გავიგე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)