21:42 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 16:34:51, 500 ნახვა

საზოგადოება
„ჰაერისთვის, რომელსაც ვსუნთქავთ“ – „გავიგუდე“ რუსთავის მერიასთან აქციას მართავს

„ჰაერისთვის, რომელსაც ვსუნთქავთ“, – ამ ლოზუნგით მოძრაობა „გავიგუდე“ რუსთავის მერიასთან აქციას მართავს.

აქციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არც მე-4 დაპირება შეასრულა და თებერვალშიც არ აპირებს, მიიღოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კანონები.

აქტივისტები და მოქალაქეები აღნიშნული კანონის მიღებას მოითხოვენ და ხელისუფლებას კანონის მიღებისთვის ბოლო ვადას 4 მარტს უსახელებენ. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პერიოდისთვის კანონი არ იქნება მიღებული, მოძრაობა 7 მარტს მასშტაბურ აქციას აანონსებს.

„გავიგუდეში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობას 4-ჯერ დაჰპირდა კანონის მიღებას, თუმცა უშედეგოდ.

აქციის წევრებმა მერიასთან გააჟღერეს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება, სადაც გახარია მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას მოქალაქეებს 1-ელ იანვრამდე კანონის მიღებას დაპირდა.

აქციის წევრები საწარმოო ტერიტორიისკენ ავტომსვლელობასაც მოაწყობენ.

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics