2021-02-13 16:13:03, 553 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - სამწუხაროდ, ყველა ნაბიჯი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს, დაპირისპირებისკენაა გადადგმული
სამწუხაროდ, ყველა ნაბიჯი, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს, დაპირისპირებისკენაა გადადგმული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმ გიორგი ვაშაძემ პროკურატურის მიერ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობასთან დაკავშირებით პარლამენტის მიმართაზე კომენტარისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა შეთანხმება და შერიგება.
„მისცემენ თუ არ მისცემენ ხმას, მე მარჩიელობას არ დავიწყებ, დაველოდები მათ გადაწყვეტილებას. როცა ხარ ხელისუფალი, შენზე არის გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა, შეთანხმებისკენ, შერიგებისკენ და არა დაპირისპირების წახალისებისკენ. სამწუხაროდ, ყველა ნაბიჯი, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს, არის დაპირისპირებისკენ გადადგმული“, – განაცხადა ვაშაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან