|
2021-02-13 12:02:04, 586 ნახვა
საზოგადოება
წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ეწყობა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდება. პროექტის თანახმად, სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ბატუტები და სხვა ინფრასტრუქტურა რამდენიმე ზონაზე გადანაწილდება, ასევე, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი საპარკე ავეჯი, მოეწყობა სავალი ბილიკები, განათების და სარწყავი ქსელები, დამატებით დაირგვება მცენარეები. გარდა ამისა, ამავე სივრცეში კომბინირებული სპორტული მოედანი ეწყობა, სადაც რბილ საფარზე ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება. მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ვაკის მაჟორიტარ დეპუტატებთან ნოდარ ტურძელაძესთან და გიორგი მუსხელიშვილთან ერთად გაეცნო. ისინი პროექტის დეტალებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)