|
2021-02-13 11:27:47, 466 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - თუ დავინახეთ, რომ გახსამ ჩაიარა უსაფრთხოდ, არ გაუარესდა ეპიდვითარება, უფრო შორს წავალთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვები იცავს სარესტორნო სფეროს, რათა გახსნიდან მეორე დღეს არ მოხდეს მათი კვლავ დახურვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობას. მანვე დასძინა, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შენარჩუნდება, საბჭო გადაწყვეტს, თუ რომელი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება. „საათების შეზღუდვის მოხსნაც, გასაგებია ეს ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია, ჩვენი შეზღუდვები, მათ შორის რესტორნებსაც იცავს, იმის გამო, რომ მეორე დღეს არ მოგვიხდეს ყველაფრის უკან გამოთხოვა და ისევ შეზღუდვების დაწესება. ჩვენ გვაქვს მათთან მუდმივი კომუნიკაცია და საუბრობენ რესტორნები, რა დამატებითი პასუხისმგებლობა შეიძლება აიღონ და შემდეგ კვირაში მე ვგეგმავ მათთან შეხვედრას. ჩვენ ზოგადად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ზოგადად, ჩვენ პოლიტიკას გეგმაზომიერად მივყვებით, ეს არის ე.წ დადებითობის მაჩვენებლის გადახედვა, ჯერ ვაკვირდებით ჩვენ გახსნამ რა გავლენა იქონია, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დასკვნა გავაკეთოთ, თუკი დავინახეთ, რომ ამ გახსნებმა ჩაიარა უსაფრთხოდ, ყველამ დაიცვა წესები, არ გაუარესდა ეპიდემიოლოგიური ვითარება, ჩვენ უფრო შორს წავალთ. რომელი იქნება შემდეგი გადაწყვეტილებაამას გადაწყვეტს საბჭო”, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)