2021-02-12 14:48:12, 527 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს
„ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. მისი განცხადებით, პარტიაში ცვლილებები აუცილებელია.
„დღეს პარტიაში იქნება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით, რომელსაც დაესწრებიან პარტიის რეგიონული ლიდერები, ჩვენი რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები. ყველა ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, რა ტიპის ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში. ცვლილებები აუცილებელია, მათ შორის ცვლილებები უნდა მოიცავდეს განახლებას. საჭიროა პერსონალური მათ შორის გადაწყვეტილებების მიღება განახლებასთან დაკავშირებით. ყველაფერს მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან