|
2021-02-12 11:03:37, 460 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 11 320 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, გზის საფუძველის მომზადება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „სოფელ დიღომში ეს ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა, რომელიც სოფელ დიღომს აკავშირებს აღმაშენებლის ხეივანთან. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამ ქუჩაზე უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ახლა აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენ ფაუერმა“ წყლის სისტემა მოაწყო, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კი - წყალარინების ახალი ქსელი. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 014 703 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ლ. ენდ ლ“ აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)