|
2021-02-11 18:11:40, 727 ნახვა
კომენტარი
მიტროპოლიტი ანტონი - ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ განაცხადა, რომ სინოდის სხდომაზე კორონავირუსის ვაქცინაციის საკითხი განიხილეს. როგორც ანტონ ბულუხიამ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საპატრიარქოს სურს, რომ ადამიანებს მოუხსნას შეხედულება, თითქოს ვაქცინაცია განიხილება, როგორც ჩიპიზაცია. „ფაქტობრივად აქ ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია. ეს სუფთა ბიოლოგიური და მედიცინის საკითხია. ჩვენ ვიტყვით ამაზე როგორიც არის საღი აზრი, რათა არ დაბრკოლდებიან ადამიანები ამით. ჩვენ კი არა, თავად გაერო-ს აქვს მიღებული ასეთი რამ, რომ ვინც გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, მათ შორის რაიმე სხვაობა არ იყოს. ასევე ჩვენი მხრიდანაც არ იქნება განსხვავებები, არ იქნება ვინც გაიკეთებს და ვინც არა“, – განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)