21:33 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 14:45:57, 807 ნახვა

რეგიონი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2021 წელსაც განხორციელდება

დღეიდან პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სოფლის კრებები გაიმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაასახელებს.

დღეს მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზდიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აკაურთის, ფოცხვერიანის, ძეძვნარიანისა და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა და  ადგილზე მოისმინა სოფლად არსებული საჭიროებები.

მოსახლეობასთან შეხვედრები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

სოფელ აკაურთაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით არსებულ შიდა გზაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და საგზაო ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ფოცხვერიანში, ძეძვნარიანსა და ძველ ქვეშში გარე განათების ქსელი  მოეწყობა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დღეს მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყეთ. მოსახლეობის ჩართულობით  თითოეული სოფლის საჭიროებების გამოკვეთა და ამ პრობლემების მოგვარება მოხდება. ვფიქრობ, ამ პროგრამის ფარგლებში წელს ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან არაერთ პროექტს განვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობა ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics