|
2021-02-10 15:29:31, 430 ნახვა
საზოგადოება
ტყვარჩელის N5-ში სკვერის მოწყობის მიზნით, ბარაკული ტიპის შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ტყვარჩელის N5-ში, სკვერის მოწყობის მიზნით, ბარაკული ტიპის შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს. დემონტაჟის დასრულების შემდეგ, აქ საბურთალოს გამგეობა რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს. „სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ აუცილებელია რეკრეაციული სივრცეები. არავისთვის არ არის ახალი, თუ როგორ განაშენიანდა ეს ტერიტორია. იმ სივრცის ირგვლივ, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, განხორციელდა ტერიტორიის მონაცვლეობა. ახლა ვიწყებთ აქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს და რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ. სკვერის მოწყობა 1300 კვ. მ ფართობზე იგეგმება. ტერიტორიაზე, კეთილმოწყობის და გამწვანების შემდეგ, შესაბამისი ინვენტარი განთავსდება. პროექტის ღირებულება 250 000 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)