21:30 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 15:28:07, 960 ნახვა

რეგიონი
სამუსიკო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა

კასპში სამუსიკო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ თავის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

შენობაში  უკვე შეიცვალა სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის გაყვანილობები, მოეწყო სველი წერტილები, სახურავი, ფანჯრები,  ცენტრალური გათბობა. ამჟამად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

შენობის ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირთათვის (პანდუსი, სველი წერტილები).

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული   შპს „აგრომშენსერვისი“  ახორციელებს და  მისი ღირებულება 555 291 ლარია.  პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შესრულებული სამუშაოების გარანტია კი 3 წელი. პროექტი გარდამავალია დაიწყო 2020 წელს და 2021 წელს დასრულდება.

„კასპში სამუსიკო სკოლა 1961 წელს გაიხსნა,  შენობას ათეული წლებია კაპიტალური შეკეთების სამუშაოები არ ჩატარებია.  სკოლაში დღეს 335 მოსწავლე სწავლობს მუსიკას, ხელოვნებას და ხატვას, რომელსაც 18 პედაგოგი ემსახურება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების  შემდეგ გაუმჯობესდება სასწავლო პროცესის პირობები, შესაბამისად სწავლის ხარისხიც - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics