|
2021-02-08 14:27:01, 790 ნახვა
კომენტარი
გოჩა ლორთქიფანიძე: საერთაშორისო დავებში საქართველოს მიდგომა ითვალისწინებდა სასამართლოებს შორის იურიდიული დიალოგის ფენომენის გამოყენებას
საერთაშორისო დავებში საქართველოს მიდგომა ითვალისწინებდა სასამართლოებს შორის იურიდიული დიალოგის ფენომენის გამოყენებას ანუ სტრასბურგის სასამართლოსა და ჰააგის სასამართლოში პროცესების ერთიანი პროცესის ფარგლებში მართვას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება: „ჩვენ ამ ორი მიმართულებით ვმუშაობდით მტკიცებულებათა ერთი და იგივე ბაზის საფუძველზე, რომელიც 2013 წლის დასაწყისიდან 700-მდე სხვადასხვა სახის მტკიცებულებას მოიცავს, და ამ ძალისხმევამ უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგი – 2016 წლის იანვარში ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებაში ჰააგის პროკურორისათვის 2008 წლის ვითარების გამოძიებაზე ნებართვის გაცემის შესახებ დაფიქსირდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი: პირველი – ეს შეეხება წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებაში იმის დადასტურებას, რომ ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი; მეორე – 2008 წლის ომი წარმოადგენდა სახელმწიფოთაშორის კონფლიქტს რუსეთსა და საქართველოს შორის; მესამე – რუსეთი აკონტროლებდა ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს და მეოთხე – სავარაუდოდ, სხვადასხვა დანაშაულს შორის, განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. წინასასამართლო პალატის ეს გადაწყვეტილება ინტენსიურად გამოიყენა სტრასბურგის სასამართლომ როგორც მტკიცებულება და სამართლებრივი არგუმენტაცია ეფექტური კონტროლის და ოკუპაციის დასადგენად, ასევე, ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის საკითხზე მსჯელობისას. ახლა უკვე შესაძლებელი გახდება სტრასბურგის 21 იანვრის გადაწყვეტილების გამოყენება პირიქით – ჰააგის გამოძიების ფარგლებში, კერძოდ, 2008 წლის პერიოდში რომის სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულების კონტექსტუალური ელემენტის დასაბუთების თვალსაზრისით“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)