|
2021-02-07 11:43:35, 552 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა დასახლებებში ბავშვებისთვის სათამაშო მოედნები მოეწყო
ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში დევნილთა დასახლებაში ბავშვთა სათამაშო მოედნები და სატრენაჟორო სივრცეები მოეწყო. შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულეს. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში მცირე მასშტაბის 18 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 6 განხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)