04:24 - 22 Oct, 2026
|
2021-02-05 20:35:39, 580 ნახვა
საზოგადოება
მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ავრცელებს. „დიდი მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის გამორჩეული მსახიობი, რეჟისორი და სცენის ოსტატი გოგა ოსეფაშვილი. მოგახსენებთ, რომ გოგა ოსეფაშვილი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში იბრძოდა თეატრის აღმავლობისთვის. გაცნობებთ, რომ ხვალ, 6 თებერვალს, 11:00 საათზე თეატრის დასი იკრიბება შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში (რუსთაველის #37), რათა პატივი მიაგოს მის ხსოვნას“, - ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გოგა ოსეფაშვილი 2002 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)