|
2021-02-05 15:45:24, 619 ნახვა
საზოგადოება
ზაზა გახელაძის ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს
ოკუპირებული ცხინვალის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ე.წ. სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებთან გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განაცხადა, ე.წ. სასამართლოს მიერ უკანონო პატიმრისთვის მრავალწლიანი განაჩენის გამოტანას არ ელოდა. „არ ველოდი მაინც ამდენს, მოულოდნელი იყო. გასაჩივრებას ექვემდებარება და ალბათ ჩვენი და ზაზას თანხმობით ადვოკატი ამ განაჩენს გაასაჩივრებს. წინა პროცესში იყო ბევრი გარემოება, რომელიც ორივე მხარის განცხადებით, ერთმანეთს ემთხვეოდა. რუსებმა თქვეს, რომ ზაზას მიერ გასროლა განზრახ არ ყოფილა და ამის იმედი გვქონდა, თუმცა, რა მოხდა დღეს და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა ირმა ბუთხუზმა. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)