|
2021-02-05 14:24:37, 492 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსებთან სკვერი ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობას აგრძელებს. გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცის ტენისის მაგიდა. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხეები და ასევე, დაითესა ბალახი. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 270 000 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,AWARD” ახორციელებს. გლდანის რაიონის გამგებელმა ლევან ნაროუშვილმა მიმდინარე სამუშაოები მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)