06:29 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 13:32:45, 605 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიასა და სააგენტოს სამომავლო განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს

ეროვნული სატყეო პროგრამის მე-4 სამუშაო ჯგუფის ,,ინსტიტუციური რეფორმა“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგია, ასევე, სამოქმედო გეგმა (2021-2026)  განიხილეს და ეროვნული სატყეო სააგენტოს სამომავლო განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების,  საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 „2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა და რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ტყის მართვის ამჟამად არსებულ პრაქტიკას. კოდექსის აღსრულებისთვის აუცილებელია ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმირება და მართვის ახალი მოდელის შექმნა, რაც გულისხმობს სატყეო სააგენტოს ტყის მართვის მრავალმიზნობრივ უწყებად ეტაპობრივ გარდაქმნას. სააგენტო უფლებამოსილი გახდება, მართოს ტყე და ტყითსარგებლობიდან მიღებული შემოსავლების რეინვესტირება ტყის აღდგენაში, ხანძრების პრევენციაში, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტყის მართვის სხვა  საქმიანობებში განახორციელოს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. 

სიტყვით გამოსვლისას, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული გეგმის შემუშავების დროს, სააგენტომ გაითვალისწინა ყველა ის ფაქტორი, რამაც უნდა განაპირობოს ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით (2021-2026)  განისაზღვრა ის ძირითადი აქტივობები, რომლებიც განხორციელდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეიქმნება მართვის ახალი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან ტყითსარგებლობას“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სატყეო სექტორის განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების  მხარდაჭერა. ეროვნული სატყეო პროგრამა (NFP)   კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის CENN და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics