|
2021-02-04 23:21:19, 592 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - შეზღუდვების შერბილება, რომელიც დღეს დააანონსა დე ფაქტო მთავრობის ლიდერმა, კარგია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი
„შეზღუდვების შერბილება, რომელიც დღეს დააანონსა დე ფაქტო მთავრობის ლიდერმა, კარგია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების შერბილება პროტესტის მუხტის შემცირებას ემსახურება. „შეზღუდვების შერბილება, რომელიც დღეს დააანონსა დე ფაქტო მთავრობის ლიდერმა, კარგია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი. ასეთი ტიპის შერბილებების და/ან შერბილებების დაპირებების მიზანია ერთი მხრივ პროტესტის მუხტის შემცირება, ხოლო მეორე მხრივ პროტესტისგან იმ სოციალური ჯგუფების ჩამოცილება, რომელთა ინტერესებიც სრულად ან ნაწილობრივ კმაყოფილდება ასეთი შერბილებებით. ეს უნდა დაგვენახა/გვესწავლა, ერთი წელია ამ სტრატეგიით გვხუთავენ. ნახევრად-მოთხოვნები – ასე კი არა ისე დაგვარეგულირეთ – არ მუშაობს; სისუსტედ აღიქვამენ და არაფერს გითმობენ. რაც მუშაობს, არის ერთიანობა, პრინციპულობა და სიმტკიცე; შეეშინდათ მასობრივი დაუმორჩილებლობის და რაღაცა გადმოაგდეს. ამიტომ: ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას და უნდა მოიხსნას დაუყოვნებლივ! ყველა კორონა-ჯარიმა უნდა გაუქმდეს, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის! პროტესტმა კონკრეტული გაკვეთილი უნდა ასწავლოს როგორც დე ფაქტო მთავრობას, ისე ზოგადად პოლიტიკურ კლასს ამ ქვეყანაში. ვერავინ ვერასოდეს ვეღარ უნდა გაგვიბედოს იმის გაკეთება, რაც გვჭირს უკვე 1 წელია! ეს შეიძლება იყოს ერთადერთი პოზიტიური რამ, რაც შეიძლება გამოვიტანოთ ამ სამარცხვინო და საშიში ყოფიდან. და ეს უნდა იყოს მიზანი“, - წერს ზურა ჯაფარიძე.
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)