|
2021-02-04 20:10:47, 634 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა ოპოზიციაზე - კრიტიკა მარტივია, რთულია პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება
„კრიტიკა მარტივია, რთულია პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლებას აკრიტიკებს ის ძალა, რომლის კარგად ნამართი კრიზისი ვერავინ ნახა. „ვინ გვაკრიტიკებს?! ისეთი ძალები, რომელთა წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათი კარგად ნამართი კრიზისი ჩვენ ვერცერთი ვერ ვნახეთ. აქედან გამომდინარე, კრიტიკა მარტივია, რთულია პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება, ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის არ არის პოპულარული, არ არის ყველასთვის მისაღები მაგრამ, დღემდე ვახერხებთ იმას, რომ დანის წვერზე გავდივართ და ბალანსს მეტ-ნაკლებად ვიცავთ. არ შეიძლება ყველა კმაყოფილი იყოს, იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ყველას აწყობს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)