|
2021-02-04 17:37:52, 677 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ვარკეთილში მდებარე ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა. „სამგორის რაიონის გამგეობას, გამგებელს, თითოეულ თანამშრომელს, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის განხორციელებაში, მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ტერიტორიის დიდ ნაწილზე იყო ავტოფარეხები, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ავიღეთ ეს კონსტრუქციები და ძალიან კარგი სივრცე მოეწყო ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. აქვე არის საფეხბურთო მოედანი, რომლის რეაბილიტაციასაც ძალიან მალე დავიწყებთ და ერთი დიდი კომპლექსი იქნება რეკრეაციული სივრცის სახით“, - განაცხადა კახა კალაძემ. სკვერი ექვსი ავტოფარეხის ადგილზე მოეწყო, რომელთა დემონტაჟი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. 7300 კვ. მეტრზე გაშენებულ სკვერში მოეწყო საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონები, დაიდგა საპარკე სკამები და საქანელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა. ვარკეთილში სკვერის მოწყობის სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ - „მონოლითი 2005“ აწარმოა, რისთვისაც სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 678 000 ლარი დაიხარჯა. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი და რევაზ სოხაძე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)