|
2021-02-04 15:25:33, 627 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - თითოული ჩვენგანის, მათ შორის ბიზნესების პასუხისმგებლობაა, რომ არ მოხდეს ვითარების გაუარესება
„ჩვენი გეგმაზომიერი, რაციონალური, კრიტერიუმებზე დაფუძნებელი მიდგომის დასტურია, რომ ჩვენ შევძელით და ღია და დახურული ბაზრობები დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე იხსნება, ხოლო რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან ღია სივრცეების ნაწილში აღადგენენ ფუნქციონირებას, ანუ ის წარმატებული მოდელი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 1-ლი თებერვლიდან აჭარაში, გადმოვიტანეთ მთელ საქართველოში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთვარობის სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არ არის უპირობო გახსნა, რადგან კრიტერიუმი ნათელია - ეს არის ეპიდვითარება და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი. ამასთან, მინისტრის თქმით, ეს არის მთელი საზოგადოების და მათ შორის ბიზნესების პასუხისმგებლობა, რომ არ მოხდეს ეპიდვითარების გაუარესება და დღეს მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის, ამ შემთხვევაში ნეგატიურად გადახედვის აუცილებლობა. „როგორც ჩვენ ვპირდებოდით და ვეუბნებოდით მოსახლეობას, საზოგადეობას, ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ ჩვენი წინასწარი გრაფიკი არის ცვალებადი და დიდად დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ქვეყანაში და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ეს არ არის უპირობო გახსნა, რადგან ჩვენი კრიტერიუმი ნათელია, ეს არის ეპიდვითარება და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი. თითოული ჩვენგანის, მათ შორის ბიზნესების პასუხისმგებლობა არის, რომ არ მოხდეს ვითარების გაუარესება და ყველანი არ დავდგეთ იმ სამწუხარო აუცილებლობის წინაშე, რომ კვლავაც გადაიხედოს და ამ შემთხვევაში ნეგატიურად გადაიხედოს ჩვენი გადაწყვეტილებები, ეს ჩვენ ძალიან არ გვინდა. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული თარიღები ვუთხრათ ბიზნესებს, მაგრამ ძალიან მკაცრად მოვთხოვთ, რაც აბსოლუტურად გასაგებია, ყველა წესის დაცვას და პასუხისმგებლობაც ამ თვალსაზრისით მკაცრდება, რაც ვფიქრობ, სავსებით სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესი გაგებით მიუდგება იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ მათ ვაძლევთ ნაადრევად ფუნქციონირების შესაძლებლობას და მეორე მხრივ გაორმაგებულად მკაცრად მოვთხოვთ, მათ შორის ეს შეეხება სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, მათ შორის სანქციებს და ა.შ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)