|
2021-02-04 14:49:09, 560 ნახვა
საზოგადოება
ლიბანის ქუჩა N1 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჟამად, შიდა ეზოს მოწესრიგება ლიბანის ქუჩა N1 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები.
პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 75 000 ლარამდე არის გათვალისწინებული. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. ,,გლდანის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. შესაბამისად, სამუშაოები არაერთ მისამართზე დაიწყო, მათ შორის, ლიბანის N1 კორპუსის მიმდებარედ. გზის საფარის მოწესრიგებამდე აუცილებელია მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაცია. გასულ წელს, გლდანის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კორპუსის წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა. ახლა კი, შიდა ეზო წესრიგდება’’, - განაცხადა ლევან ნაროუშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)