|
2021-02-03 21:13:21, 740 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ მეგრელიშვილი - ჭიჭე ვაშაძე, რომ თაკო ჩარკვიანით აპირებს ახალი პოლიტიკის გაკეთებას, ეგ სიყალბე ახლიდან უნდა გავიმეოროთ?
„ჭიჭე ვაშაძე, რომ თაკო ჩარკვიანით აპირებს ახალი პოლიტიკის გაკეთებას, ეგ სიყალბე ახლიდან უნდა გავიმეოროთ?“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არავის უნდა. „სინამდვილეში არავის არ უნდა ეს რიგგარეშე არჩევნები. წარმოიდგინეთ, ასეთ განადგურებულ ქვეყანაში, სადაც კატასტროფული კრიზისია, მართლა რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ხომ თეთრი არ დაგვიხარჯავს, ჩვენ ხომ ის პარტია ვართ, რომელიც „ფეისბუქით“ აღმოვჩნდით პარლამენტში და ეს დანარჩენი ხალხი, მილიონებს რომ ხარჯავდა, საიდან აქვთ შემდეგი მილიონები დასახარჯად? პრემიერ-მინისტრი რომ უნდა გახდეს ჭიჭე ვაშაძე და თაკო ჩარკვიანით რომ აპირებს ახალი პოლიტიკის გაკეთებას, ეგ სიყალბე ახლიდან უნდა გავიმეოროთ, ანუ ახლიდან უნდა მოვაწყოთ ის კონცერტი, რომელიც გვქონდა? ბოლო პერიოდში საერთოდ რომ აღარ გველაპარაკებოდნენ და საერთოდ ფეხებზე დაიკიდეს ჩვენი შეთანხმებები, რომელიც ერთი წლით ადრე დავიწყეთ, მაგ ოპოზიციას უნდა ახალი არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე? რა ფულით უნდათ? ვინ აძლევთ მაგათ ფულს?“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)