|
2021-02-03 17:07:34, 738 ნახვა
რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება
საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს. ვაქცინაციის პროცესში ის დიდი კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი ცენტრი, სადაც განხორციელდება ვაქცინაცია. რესპუბლიკური საავადმყოფოში მიმდინარე მზადების პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. „საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კოვიდ-19-ის ვაქცინაციის გეგმა და თებერვალში ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა და მათ შორის აჭარის რეგიონი მოემზადოს ვაქცინაციის სრულყოფილად განხორციელებისთვის. ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი და მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ვაქცინაციის პროგრამაში. საქართველოს მასშტაბით შეირჩა დიდი კლინიკები, მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც მზად არის ვაქცინაციის განსახორციელებლად როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია იქნება ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ პანდემიასთან გამკლავებას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის ვაქცინის მისაღებად და პროცესის დასაწყებად. საქართველო „ფაიზერის" ვაქცინას თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)