|
2015-10-04 16:51:54, 876 ნახვა
სამართალი
პარლამენტი მთავარ პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიმართ, სპეციალურ რეკომენდაციას მოამზადეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვები 5 წლიანი ვადის 15 წლის ვადით გაზრდას ეხებოდა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ პოზიტიურად აფასებს საკანონმდებლო წინადადებით დასმული პრობლემის მიმართ საკანონმდებლო ორგანოს ობიექტურ მიდგომას და იმედს გამოთქვამს, რომ კომიტეტი პროკურატურას დროის მოკლე მონაკვეთში წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს, რომელიც ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე მნიშვნელოვანი, კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის არგუმენტი იქნება. ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტმა მკაფიო უნდა გახადოს, თუ რა მიდგომებით შეიძლება მოგვარდეს იმ მოქალაქეთა საქმეების წინაშე არსებული იურიდიული ჩიხი, როდესაც ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებისთვის სამართლებრივი მოქმედებების დაწყებას, ხანდაზმულობის ვადების გასვლა აბრკოლებს. მოქმედი კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს აქვთ საფუძველი, წართმეული უძრავი/მოძრავი საკუთრების დაბრუნების მიმართულებით მიმართონ სასამართლოებს და დაიწყონ აქტიური სამართლებრივი მოქმედებები, მოქალაქეები დგებიან სამართლებრივი ჩიხის წინაშე და საქმეზე ხანდაზმულობის ვადების არსებობის გამო, შეუძლებელი ხდება დავა გაგრძელდეს, სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და სასამართლოები ღებულობდნენ ობიექტურ გადაწყვეტილებებს. იქედან გამომდინარე, რომ ვადის გაზრდას, სამოქალაქო სამართლის ძირეული პრინციპების დაცვის გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, პრობლემის მიმართ ეფექტური მოქმედებების უზრუნველყოფისთვის პროკურატურის ჩართულობა და როლი, უკვე იქნება გადამწყვეტი და არსებითი მნიშვნელობის საკითხი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოში, 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკურმა ცვლილებებმა, დღის წესრიგში დააყენა სამართლიანობის აღდგენა, მოქალაქეებს საშუალება მიეცათ დაეწყოთ ჩამორთმეულ ქონებებზე დავა, საქმის გამოკვლევების შედეგად კი, ცალკეულ შემთხვევებში დადგინა, რომ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ედავებოდნენ იმ პერიოდში უკანონოდ და დაუსაბუთებელი ქონების შეძენას, აღნიშნული ადამიანების მიმართ, პროკურატურის ობიექტური მოკვლევის შედეგად, დღეს გამამართლებელი გადაწყვეტილებები დადგა, თუმცა სასამართლოები, ხანდაზმულობის ვადების არსებობის გამო, მათი საქმეების თავიდან განხილვაზე უარს ამბობენ. საკანონმდებლო წინადადებით ცვლილებები უნდა შესულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. კერძოდ, ცვლილება ეხებოდა კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას, სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვები 5 წლიანი ვადის 15 წლის ვადამდე გაზრდის მოთხოვნოთ. „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო და პარლამენტს 1 ივლისს მიმართა. კანონპროექტის მომზადების პროცესში, შესწავლილ იქნა შვეიცარიის, საფრანგეთის, რუსეთის, უკრაინის, ლატვიისა და ესტონეთის კანონმდებლობა, ხოლო ინიცირებული წინადადება დასაბუთდა საკითხზე საუკეთესო პრაქტიკით. 15 სექტემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას განიხილა და საკითხის სამუშაო რეჟიმში განხილვას დაუჭირა მხარი. 29 სექტემბერს, კომიტეტმა წარდგენილი წინადადების მიმართ, შესაბამისი სარეკომენდაციო წინადადებების მომზადებას დაუჭირა მხარი.
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)