|
2021-02-03 16:56:13, 473 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ეწვია. უწყების პირველი პირი ვაქცინაციის შენახვის პირობებს ადგილზე პირადად გაეცნო. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო უკვე მზად არის ვაქცინის მისაღებად და პროცესის დასაწყებად. ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ულტრაცივი ჯაჭვის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვაქცინაციის პროცესში ის დიდი კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ნებართვა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში, ასევე იმუნიზაციის შესახებ გამოცდილება და სულ მცირე სამი ბრიგადა, ასევე იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ დაყოვნების სივრცე. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შერჩეულია, 10 სამედიცინო დაწესებულება და 5 სარეზერვო კლინიკა. „საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის. ჯანდაცვის სამინისტრომ აწარმოა წარმატებული მოლაპარაკებები, რის შედეგადაც თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინების პირველი ნაკადი შემოვა და პირველ რიგში ექიმები აიცრებიან. დღეს ინფექციურ საავადმყოფოში დავათვალიერე სწორედ იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელია „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად. მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს თითოეული დეტალი, რათა პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს როგორც მედიკოსებისთვის, ასევე შემდგომში ჩვენი მოსახლეობისთვის. რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა უკვე დაიწყო“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის განცხადებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო აღნიშნული კლინიკების შემოწმება და შეფასება. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემთა ბაზაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)