|
2021-02-03 15:19:27, 714 ნახვა
საზოგადოება
„სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით მიმდინარე პროექტის პრაქტიკული განხორციელების ფაზა დაიწყო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში (ODA-Official Development Assistance) მიმდინარე პროექტის პრაქტიკული განხორციელების ფაზა დაიწყო. როგორც ექსპრესნიუსს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე ჰიდროგრაფიული სამსახურისათვის კორეული მხარის მიერ გადმოცემული ტექნიკის ინსტალირება და ადგილობრივი კადრების დატრენინგება მიდმდინარეობს. "ჰიდროგრაფიული მოწყობილობები (TRBM) ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ფოთისა და ყულევის აკვატორიაში - ზღვის ფსკერზე იქნა განთავსებული. ისინი წყლის დინების მიმართულების, წყლის მახასიათებლების და სიჩქარის განსაზღვრას, ასევე მოპოვებული მონაცემების დაარქივებას ახორციელებენ. აპარატურა (TRBM) მობილურია და მისი გადაადგილება ზღვის ნებისმიერ რაიონში შესაძლებელია. აღნიშნნული მოწყობილობით მოპოვებული ინფორმაცია აუცილებელია საზღვაო საქმიანობის განხორციელებისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. პროექტის ფარგლებში კორეული მხარის მიერ გადმოცემული ტექნიკის ღირებულება ერთ მილიონ ლარს შეადგენს", - აღნიშნულია ,,სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)