|
2021-02-03 14:54:18, 503 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ ეტაპზე, რეანიმატოლოგები და სასწრაფოს ექიმები აიცრებიან
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ ეტაპზე, რეანიმატოლოგები და სასწრაფოს ექიმები აიცრებიან, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ საზოგადოების ყველა წევრი ითვალისწინებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. „მედიკოსებში გამოყოფილია მეტად მოწყვლადი და რისკის შემცველი ჯგუფები, პირველ რიგში აიცრებიან რეანიმატოლოგები და სასწრაფოს ექიმები, შემდეგ კი ის დანარჩენი ექიმები, რომლებიც შემხებლობაში არიან ინფიცირებულ ადამიანებთან ან გააჩნიათ გარკვეული რისკი. ეს ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ყველა წევრი ითვალისწინებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია იმისათვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრების რიტმს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)