|
2021-02-03 11:52:47, 497 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში 6 217 თანამშრომელი გაიტესტა, საიდანაც დადებითობის მაჩვენებელი 0.1%-ია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე 15 ათასამდე ტაქსის მძღოლია გატესტილი, საიდანაც კორონავირუსი 0.6%-ს დაუდასტურდა. მისი თქმით, 7 ათასამდე რელიგიის მსახურიდან დადებითობის მაჩვენებელი 1,3%-ია. „ტაქსის მძღოლებში 15 000-მდეა გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 0.6%-ია. ბაზრის მოვაჭრეებიდან 9 000 გატესტილია და დადებითობის მაჩვენებელი აქაც 0.6%-ია. რელიგიის მსახურები 7 000-მდე და დადებითობა 1.3%. მოლებისა და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები 6 217 და 0.1%, სულ სამი შემთხვევაა იდენტიფიცირებული, სკოლის პედაგოგებში 6 200 გატესტილიდან 0.3% იქნა იდენტიფიცირებული. ასევე 20-20%-იანი რანდომული ტესტირება, რომელიც მიმდინარეობს პედაგოგებში, პოლიციელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 23 000 ადამიანია გატესტილი და 1.1%-ია დადებითობის მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)