|
2021-02-03 11:10:22, 522 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურა წარადგინა
დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურა წარადგინა. კახა კალაძის თქმით, კახაბერ გულედანი რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა და გამოცდილი კადრია. „კახაბერ გულედანი სულ რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა. შემდეგ კერძო სექტორში გადავიდა. იქამდე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა მთავრობის ადმინისტრაციაში, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, საქართველოს მეტროლოგიის ცენტრში, საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში და ა.შ. მას აქვს ზოგადად მართვის კარგი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას ის ღირსეულად გაართმევს თავს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში იყოს წესრიგი. მინდა წარმატება ვუსურვო კახას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)