2021-02-02 12:16:18, 571 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 20-მდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა ბულინგის გამო ამ ნაბიჯს ვერ დგამენ
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შესვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმას.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი მცდელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახენებთ, რომ დღეს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან