|
2021-01-31 16:42:02, 687 ნახვა
საზოგადოება
არა „ნამოხვანჰესის“ მშენებლობას - ადგილობრივები 7 თებერვალს მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავენ
სოფელ ნამოხვანში ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათი პროტესტი არ შეწყდება მანამ სანამ მშენებლობას არ შეაჩერებენ. ადგილობრივების ცნობით, ისინი 7 თებერვალს მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავენ. „ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ კომპანია „ენკამ“ დატოვოს ეს ტერიტორია და შეწყვიტოს დამანგრეველი ჰესის მშენებლობა. ამას უკვე 40 დღეა, რაც ვაპროტესტებთ. ეს რა თქმა უნდა ძალიან სახიფათოა და რაც ყველაზე მთავარია ეხლახანს გავიგეთ, რომ წელიწადში 16 ლარად ეს ქართული ტერიტორია მთავრობამ ვიღაც თურქულ კომპანიას აჩუქა. ეს ჰესი სახელმწიფოს არანაირ შემოსავალს არ მოუტანს და მას არანაირი დასაბუთებული ღირებულება არ გააჩნია. ამხელა გეოგრაფიული არეალი უცხოელ ინვესტორს გადასცეს და დარწმუნებული ვართ ეს ყველა ქართველისთვის მიუღებელია“, - აცხადებენ ადგილობრივები. შეგახსენებთ, რომ რამდენიმეხნიანი შეჩერების შემდეგ „ნამოხვანჰესის“ მშენებლობა უცხოურმა (თურქულმა) კომპანია „ენკამ“ დღეს განაახლა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)