|
2021-01-31 16:22:20, 592 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - თებერვალში შემოტანილი Pfizer-ის 30 000 დოზიდან 15 000-მდე მედიკოსი აიცრება
თებერვლის თვეში შემოტანილი Pfizer-ის 30 000 დოზიდან დაახლოებით 15 000 მედიკოსის აცრა იგეგმება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დიდი ალბათობით ეს რაოდენობა სამედიცინო პერსონალს არ ეყოფა და შემდგომ უკვე, როდესაც მარტის შუა რიცხვებში შემოვა AstraZenec-ს ვაქცინა დანარჩენი მედიკოსებიც აიცრებიან. „როგორც ცნობილია საქართველოში თებერვლის თვეში დაახლოებით 30 000 დოზა Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა იგეგმება, შესაბამისად ეს დოზა პირველ რიგში მედიკოსებზე განაწილდება და აიცრება დაახლოებით 14-15 000 მედპერსონალი. ამასთანავე თუ ეს 15 ათასი დოზა, რადგან ორჯერ უნდა გაკეთდეს, არ ეყო სამედიცინო პერსონალს და დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, არ ეყოფა, შემდეგ უკვე AstraZenec-ს ვაქცინა შემოდის, დაახლოებით, 15 მარტამდე, ასე ვფიქრობთ და შემდგომ გაგრძელდება, იმიტომ, რომ სამედიცინო პერსონალი არის პირველი პრიორიტეტული ჯგუფი“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)