11:43 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 15:57:56, 735 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი - გიგა ბოკერია არის პოლიტიკურად არავინ

„გიგა ბოკერია პოლიტიკურად არის არავინ“, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას.

მისი თქმით, ბოკერია ის ადამიანი, რომელიც დღეს პარლამენტარიც კი არ არის.

„გიგა ბოკერია პოლიტიკურად არის არავინ. მის პარტიას აქვს 3%-იანი შედეგი არჩევნებში, ხოლო მას აქვს პრაქტიკულად ნულოვანი შედეგი დიდ ოლქში, სადაც მან მაჟორიტარად იყარა კენჭი. უფრო მეტიც, ბატონი გიგა ბოკერია, რომელიც ქართულ სახელმწიფოსა და ხალხს ემუქრება რევოლუციით, ეს ის ადამიანია, რომელიც თავად დღეს პარლამენტარიც კი არ არის ქაღალდზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics