11:41 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 14:32:11, 933 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - გიგა ბოკერიას და მსგავსი ე.წ. პოლიტიკური ლიდერების რევოლუციის დრო წარსულს ჩაბარდა

გიგა ბოკერიას და მათი მსგავსი ე.წ. პოლიტიკური ლიდერების რევოლუციების დრო წარსულს ჩაბარდა, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ,,ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას.

მისი თქმით, თუ ვინმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების  არადემოკრატიული გზით მხარდაჭერას შეეცდება, ადეკვატური რეაგირება მოყვება.

,,გიგა ბოკერიას და მათი მსგავსი ე.წ. პოლიტიკური ლიდერების რევოლუციების დრო წარსულს ჩაბარდა. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების ნების საწინააღმდეგოᲓ ვერავინ გაბედავს წასვლას. თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ სცადოს არადემოკრატიული გზით პროცესების მხარდაჭერა, ამას ადეკვატური რეაგირება ექნება. ასე რომ, ლეგიტიმური რევოლუცია საწყისშივე ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია. ამის არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics