|
2021-01-27 16:14:20, 640 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს ფართები, რომლებშიც ათწლეულებია ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს იმ საცხოვრებელი ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, რომლებშიც უკვე ათწლეულებია ცხოვრობენ. კახა კალაძის თქმით, მისი მერობის პერიოდში უკვე 1400-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა ქონება. „ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, როგორც კი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით. დღეის მდგომარეობით, 1400-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში გარკვეულ საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, ამ ადამიანებს მივულოცო. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე შეიჭრას კონკრეტულ ტერიტორიაზე და შემდეგ მოითხოვოს მისი დაკანონება. ეს მიუღებელია. იმ ადამიანებს კი, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ საცხოვრებლის დაკანონებას, მაქსიმალურად დავეხმარებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)