2021-01-27 13:35:33, 616 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ჩვენს ოპონენტებს უფლებამოსილების შეწყვეტის თურმე ძალიან ეშინიათ
„ჩვენს ოპონენტებს თურმე ძალიან ეშინიათ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ოპოზიციას მანდატების შენარჩუნების გარანტი სჭირდება, მაშინ განცხადებები უნდა გაიტანონ.
„ეს საკითხი თავისუფალ კენჭისყრაზე დადგება. გუნდში არ არის ისეთი განწყობა და კატეგორიულობა სიხისტე იმასთან დაკავშირებით, რომ არის მაინც და მაინც ვიღაცა თავს იდებდეს ამასთან დაკავშირებით.
ჩვენს ოპონენტებს თურმე ძალიან ეშინიათ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის და სულაც არ უნდათ ეს. ამისი გარანტია თუ სჭირდებათ, მაშინ განცხადებები გაიტანონო, გასაგებია რომ ძალიან ნერვიულობენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან