2021-01-27 09:11:54, 514 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებებს დღეიდან განიხილავს
პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებებს დღეიდან განიხილავს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.
ხვალ კი, სხდომაზე კომიტეტი პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ჩატარდება კენჭისყრა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდებათ
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან