12:32 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-26 18:14:37, 672 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - საკმარისად უნდა გავბრაზდეთ, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი უფლებების ბატონ-პატრონი ვართ

უნდა გავბრაზდეთ საკმარისად, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი უფლებების ბატონ-პატრონი ვართ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოს გაღატაკებულ ეკონომიკას ევროპის ქვეყნებისას ადარებენ, სადაც ხალხს დანაზოგი აქვს.

"ჭორაობას უწოდებს გახარია იმას, რომ ჩვენ და ეს ადამიანები ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, ამიტომ ჩემი მოთხოვნა, როგორც არა მხოლოდ პოლიტიკოსის, არამედ რიგითი ადამიანის, მოქალაქის, ეს არის ის, რომ ქვეყანა უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოს გაღატაკებულ ეკონომიკას ადარებენ შვეიცარიის, საფრანგეთისა და იტალიის ეკონომიკას, სადაც ყველა ადამიანს დანაზოგი აქვს. ამიტომ უნდა გავბრაზდეთ საკმარისად იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი უფლებების ბატონ-პატრონი ვართ!", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics