|
2021-01-26 13:16:50, 511 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის დინამიკა მყარად მიდის სტაბილიზაციისკენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის დინამიკა უფრო მყარად მიდის სტაბილიზაციისკენ. როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 1-2 კვირის განმავლობაში 4%-ს ჩამოსცდება დაიწყება შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქება. „დინამიკა ეპიდსიტუაციის უფრო მყარად მიდის სტაბილიზაციისკენ, რასაც მიუთითებს, როგორც ინციდენტობა, ანუ ახალი შემთხვევები ბოლო 7 დღის განმავლობაში და ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი. ორივე ერთმანეთთან შეთანხმებულობით იკლებს და ეს გახლავთ კარგი, მაგრამ რეგიონულ ჭრილში თუ გადავხედავთ, ყველაზე კარგი კლების მაჩვენებელი გვაქვს აჭარაში. როდესაც 5%-ს ჩამოსცილდება და განსაკუთრებით 4%-ს დადებითობის მაჩვენებელი ამა თუ იმ რეგიონში, ან მთლიანად ქვეყანაში, მაშინ შეიძლება უკვე ე.წ თანდათანობითი შემსუბუქების პოლიტიკა იყოს უფრო აქტიური“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)