2021-01-25 17:33:44, 644 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 27 იანვარს გაიმართება
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 27 იანვარს გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ბიუროზე განხილული საკითხებიდან გამომდინარე, პარლამენტის სახელით მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 27 იანვრის 12:00 საათიდან. ჩვენ დაგვჭირდება სულ მცირე ორი სამუშაო დღე, იმ საკითხების დასასრულებლად რაზეც ვისაუბრეთ. 27 იანვარს 11:30 საათზე გვექნება ბიუროს სხდომა, ხოლო 12:00 საათზე უკვე დავიწყებთ პლენარულ სხდომას. ამასთან დაკავშირებით მივმართავ პრეზიდენტს წერილობით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან