2021-01-25 13:16:34, 530 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - სასაცილოა, როდესაც საქართველოს ოპოზიციას ფრიდონ ინჯია წარმოადგენს
„სასაცილოა, როდესაც საქართველოს ოპოზიციას ფრიდონ ინჯია წარმოადგენს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, მმართველ გუნდ არ სურს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა და პარლამენტის არსებული შემადგენლობით კმაყოფილია.
„ეს არის მათი ჭრა-კერვის პოზიცია კანონმდებლობის. არ აპირებენ შეთანხმების მიღწევას ოპოზიციასთან და არ აპირებენ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. ისინი კმაყოფილები არიან იმ პარლამენტით, იმ შემადგენლობით, რომელიც არსებობს და ამ სამ-ოთხ კაციან ჯგუფებს დაარქმებენ ოპოზიციას და დაუნაწილებენ თანამდებობებს. სასაცილოა, როდესაც საქართველოს ოპოზიციას ფრიდონ ინჯია წარმოადგენს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან